ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა - შპს პროჰოსტინგი

მომხმარებელთა საყურადღებოდ:

თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარეობს მომხმარებლის ნდობა პროვაიდერის მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებლის კონფიდენციალურობის უფლებას და გამორიცხულია ამ ინფორმაციის მესამე პირზე გაცემა(საკანონმდებლო ორგანოს გარდა). გთხოვთ გამოყოთ რამდენიმე წუთი და ბოლომდე წაიკითხოთ ინფომაციის დაცვის პოლიტიკა, ამით თქვენ უკეთ გაიგებთ როგორ ვიყენებთ თქვენს მოწოდებულ ინფორმაციას და როგორ ვიცავთ მას.


ა. რა ინფორმაციას გთხოვთ ჩვენ?

ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვჭირდება, ავსებთ თქვენ რეგისტრაციის დროს.

რეგისტრაციის დროს ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ეს დამოკიდებულია რეგისტრირდებით თქვენ როგორც ფიზიკური თუ როგორც იურიდიული პირი, ასევე სხვადასხვა სერვისის შეძენის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია, ეს შეიძლება იყოს სახელი, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა, ასევე სხვა რაიმე საკონტაქტო ინფორმაცია, თქვენი საბანკო ისტორია.


ბ. რისთვის ვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას?

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნით:

  • ჩვენ მუდმივად ვეკონტაქტებით მომხმარებელს, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურება. გავიგოთ რა სჭირდება მომხმარებელს და ვიპოვოთ მოგვარების გზა.
  • გავაუმჯობესოთ ტექ.პერსონალის მომსახურება (მოწოდებული ინფორმაცია გვიიოლებს ჩვენ თქვენთან დაკონტაქტებას)
  • მოახდინოთ ონლაინ ტრანზაქციები (თანხის შემოტანა ბალანსზე და სერვისის შეძენა)
    • გარწმუნებთ, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ გასხვისდება, არ გაიყიდება, ან გადაეცემა სხვა კომპანიას.
  • გიკავშირდებით პერიოდულად ელ-ფოსტის ან სმს-ის საშუალებით (გატყობინებთ სიახლეებს, გიგზავნით ინვოისს, გაფრთხილებთ პრობლემის ან გეგმიური განახლების შესახებ)
    • ელ-ფოსტის და სმს საშუალებით თქვენ არ მიიღებთ არანაირ სარეკლამო ტიპის წერილსა თუ მესიჯს.

გ. როგორ ვიცავთ ინფორმაციას?

ჩვენ ვიყენებთ დაცვის მრავალ მეთოდს თქვენი ინფორმაციის დასაცავად. ერთ-ერთია "Secure Socket Layer (SSL)" ტექნოლოგია. თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია და ფინანსური ტრანზაქციები გადაიცემა SSL-ის მეშვეობით.


ე. ცვლილების შეტანა ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში

თუ ჩვენ გადავწყვეტთ დაცვის პოლიტიკაში ცვლილების შეტანას, ცვლილება დაიწერება ამ გვერდზე. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი დაკარგავს ძალას

ბოლო მოდიფიკაციის დრო 18/11/2014


ვ. დაგვიკავშირდით

მადლობას გიხდით რომ გაეცანით დაცვის პოლიტიკას. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე Privacy@ProHosting.ge.

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა | საიტის გამოყენების წესები
2007-2017 (c) შ.პ.ს "პროჰოსტინგი"
ყველა უფლება დაცულია
ProHosting.ge